“ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი?”

დღეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფეისბუქის კედელზე წავაწყდი ერთ მშვენიერ შეკითხვას : “ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი?” და მეც დავფიქრდი ამ საკითხზე.

ჩემი მოგზაურობა წიგნების სამყაროში ასტრიდ ლინდგრენის „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალით“ დაიწყო. პირველად ჩემს ცხოვრებაში გამოგონილი პერსონაჟი გაჩნდა. მას მოჰყვა ლინდგრენის სხვა ნაწარმოებები და  პირველი საყვარელი პერსონაჟები ალფრედი („ლიონებერგელი ემილის თავგადასავალით“) და მელკერი („ჩვენც სალტკროკელები ვართ“). ორივე მათგანი დღემდე მიყვარს. ალფრედი ჩემთვის  „პრინცის“  ეტალონია მელკერი კი მამის. მახსოვს როგორ ვიტირე მარხილით თოვლში რომ მიჰყავდა ავადმყოფი ალფრედი ემილს და რამდენს ვიცინოდი მელკერის მოუხერხებლობაზე.

დაახლოებით  5 წლის წინათ რომ გეკითხათ ჩემთვის ეს აუცილებლად გიპასუხებდით : „რა თქმა უნდა შერლოკ ჰოლმსი.“ ეს პერსონაჟი დაახოებით ცხრა ან ათი წლის ასაკში გავიცანი ან უფრო ადრე. თაროდან სქელყდიანი არც ისე დიდი წიგნი ჩამოვიღე და  მას შემდეგ  დაიწყო ჩემი თავგადასავლები საინტერესო დანაშაულებათა სამყაროში, ბუკინისტების  მაღაზიაში სიარული და წიგნების ძიება. ერთი ყველაზე დიდი ასეთი მაღაზია იყო ქუთაისში  პარკის ახლოს მშვენიერი საკონდიტროს გვერდით სადაც ყოველთვის შევყავდი დედას.  სხვაგან ასეთი  წიგნების მარაზია არ შემხვედრია ამიტომ  კვირაში ერთხელ  ან ცოტა უფრო იშვიათად მოვდიოდი და ვეძებდი შერლოკის წაუკითხავ თავგადასავლებს. ერთ დღესაც ხელთ ჩამივარდა უზარმაზარი წიგნი რომელშიც არც ერთი მოთხრობა არ მეცნობოდა. მეც დავისვენე ცოტა ხნით და დედამაც. ვკითხულობდი „მოცეკვავე კაცუნებს“ „ბასკერვილების ძაღლს“ და ვოცნებობდი გამომძიებლობაზე. პოლიციის გამომძიებელის თანამდებობაზეც თანახმა ვიყავი თუმცა ყოველდღიურად ვაწყდებოდი ლესტრეიდის  გულუბრყვილობას და შეიძლება ითქვას ცოტა ჭკუასუსტობასაც. თუმცა ახლა დარწმუნებული ვარ რომ ის არც ისე ცუდი გამომძიებელი იყო.

რამდენიმე წლის წინათ კი ჩემი ერთერთი საყვარელი ფილმის პერსონაჟებს გავეცანი წიგნით და მათში უფრო მეტი რამ აღმოვაჩინე ვიდრე ეკრანზე აკრულ გამოსახულებაში. ერთ დღეს ბუკინისტებში გავიარე რამეს გადავაწყდეთქო ვიფიქრე . მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე. არადა ფული მქონდა და ვფიქრობდი რა ვიყიდომეთქი. ამ დროს აფთიაქში შევიარე და წარმოიდგინეთ ჩემი განათებული სახე და გონება როცა იქვე თაროზე წინგნები შევამჩნიე. ახლოს მივედი და ხელში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ შემრჩა. მეც ვიფიქრე რომ ეს ნიშანი იყო და მაშინვე ვიყიდე. თან იაფიც ღირდა. მაგრამ მთელი წიგნი იმ საღამოსვე შემომეკითხა. დაახლოებით სამი თვე დავდიოდი უნიში ფეხით და მთელი დღე მშიერი შემდეგი ნაწილები რომ მეყიდა. ძალიან ძვირი ღირდა ასე რომ პირდაპირ ვერ ვითხოვდი სახლში 16 ან 21 ლარი მომეცით წიგნი უნდა ვიყიდოთქო. სამაგიეროდ გამომართლა და  მეხუთე და მესამე ნაწილი მეორადებში ძალიან იაფად ვიშოვე. ახლა ზუსტად ვიცი სად რა ფასი აქვს წიგნებს. საინტერესო კვლევაც გამომივიდა. რაც შეეხება საყვარელ პერსონაჟს „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვედან“ ავირჩიე ჯეიმს პოტერის ორი  ერთგული მეგობარი რემუსი და სირიუსი ხოლო შემდეგი ნაწილიდან მათ ლუნაც დაემატა. და მთავარი საყვარელი პერსონაჟი თუმცა თავიდან ბოროტად ვთვლიდი სევერუს სნეიპი. რატომ ისინი? დავიწყოთ რემუსით. ჭკვიანი და ჩაკეტილი ბიჭუნა რომელიც მეგობრებმა გამოაფხიზლეს . მას ძალიან დიდი სიყვარული შეეძლო მაგრამ ამას არ გამოხატავდა. ერთი შეხედვით ცივი ადამიანის მიღმა ტკივილიანი და სიყვარულით სავსე წარსული იმალებ. საკუთარ თავს აბრალებს ბევრ რამეს და ამით უფრო მეტად შორდება ადამიანებს. ჩემი ტიპია ხანდახან მგონია რომ მე ვარ თუმცა ჩემზე კარგი ადამიანია. სირიუსი კი ლაღი, მხიარული ბავშვობაში ჩარჩენილი „ტიპი“. იმდენად უყვარდა მეგობრები საკუტარ თავს გაგიჟების საშუალება არ მისცა. 21 წლის ასაკში ჩაიკეტა და ბოლომდე თავგადასავლების მოყვარულ რისკიან ბიჭუნად დარჩა. ცოტა ეგოისტია, ნარცისიც მაგრამ მე მაინც მომხიბლა მისმა მთლიანმა პორტრეტმა. ლუნას რაც შეეხება ვაფასებ მის რწმენას და ფანტაზიას. მიყვარს მისი ბოლოკი საყურეები და მფრინავი ციკლოპებით გამოტენილი ქერა თავი. სევერუსი– ალბათ მასზე ვერასდროს ჩამოვაყალიბებ ჩემს აზრს ბოლომდე. მძულდა და მიყვარდა ერთდროულად. როცა ვკითხულობდი მის ეპიზოდებს სევერუსის შავი მოსასხამის ხმაც კი მესმოდა.

ჰარი პოტერს მოჰყვა „ბეჭდების მბრძანებელი“ პირველი წიგნი მეგობარმა მაჩუქა დაბადების დღეზე და მისი მომდევნო ნაწილების ყიდვის დროსაც მომიწია უნივერსიტერში მშიერი სიარული. მერე ხალხს უკვირს რატომ არ ვანათხოვრებ წიგნებს.ახლა რაც შეეხება საყვარელ პერსონაჟს. მას პირველად მაწანწალას სახელით შევხვდი. შემდეგ კი ნამდვილი სახელიტ გავიცანი. არაგორნი ყველაზე დიადი რაინდია ალბათ ვისაც წიგნში შევხვედრივარ. ყველა ის დადებითი თვისება აქვს რაც კი შეიძლება მეფეს ჰქონდეს. საუკეთესო მეგობარი, მეომარი და ერთგული სატრფო.

ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ წავიკითხე მაგრამ ჩემი ყურადღება მათ პერსონაჟებს არ დაუმსახურებიათ სანამ რამდენიმე თვის წინ ისევ დაბადების დღეზე მეგობარმა სტიგ ლარსონის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ არ მაჩუქა. ალბათ დიდი ჭკუა არ დაგჭირდებათ მისი ვინაობის გამოცნობისას. ლიზბეთი.. ლიზბეთი.. ლიზბეთი.. რატომ? ეს წიგნი უნდა წაიკითხო რომ ზუსტად მიხვდე რატომ.

კიდევ ვინ შეიძლება გამოვარჩიო ალბათ ბილბო  და ბეგემოტი („ოსტატი და მარგარიტა“) .და კიდევ რამდენიმე რომელიც თითქმის ერთ დონეზე მიყვარს ამიტომ აღარ ჩამოვწერ. რატომღაც ისეთი გრძნობა მაქვს რომ ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი მრჩება.

ჰმ ჩანაფიქრი მქონდა ერთერთ მათგანს ამოვარჩევ მეთქი მაგრამ ალბათ ისევ ვერ მოცახერხებ ამას. ალბათ მათი განსხვავებულობის გამო ან პირიქით რამე საერთო აქვტ და სწორედ ამით დაკავშირდნენ ჩემს გონებაში.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment

კარგი ტიპია

რამდენი ხანია კონკრეტულად არავისზე დავფიქრებულვარ. საერთოდ არასდროს მაქვს პასუხი შეკითხვაზე „გყვარებია?“ ეს ცნება არ ვიცი რას ნიშნავს და ყოველ ჩემს გატაცებას შეპყრობას ვარქმევ. საერთოდ  ეს ჩემი შეპყრობა ძალიან უცნაური რამეა. ჩემი აზრით ნამდვილი სიგიჟე მაგრამ ჩემს მეგობრებს აშკარად ახალისებთ.

პირველი ნაბიჯი უბრალოდ სახლიდან გასვლაა მერე ყველაფერი თავისით ხდება. მაგალითად ამჩნევ ვინმეს და დაგაინტერესებს. თქვენთვის ალბათ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი შემთხვევაა და  რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ უბრალოდ არც კი გახსოვთ. აი ჩემთან ყველაფერი სხვანაირადაა.  ამის შემდეგ ნამდვილი  გამოძიება იწყება. ჩემთვის ეს შეპყრობის ფაილები დეტექტივებია და არა სულელური მელოდრამა.

მეორე ნაბიჯი მისი სახელის გაგებაა. ისე ყველაზე დიდი დრო ამას მიაქვს. თან არც გინდა გაამხილო ამიტომ უბრალო თვალთვალით შემოვიფარგლები. მაგრამ ამას თვალთვალად ვერ ჩავთვლით. საერთოდ ამ საკითხში ყოველთვის მიმართლებს.  მათი  სახელი და ხანდახან ტელეფონის ნომერიც კი თავისთავად მივარდება ხელში. თუმცა მობილურის ნომერს ჩემსას არ ვიყენებ სხვიოსი რა ჯანდაბად მინდა. ეს ყველაზე გამოუსადეგარი ინფორმაციაა მათ შორის რაც შეიძლება ამ ობიექტის შესახებ  გაარკვიო.

მეორე ნაბიჯი  მისი ინტერნეტ სივრცეში ძიებაა. საერთოდ მე ისეთებით ვინტერესდები  ვისაც აუცილებლად აღმოჩენთ  რომელიმე სოციალურ ქსელში. და ხანდახან ბლოგზეც კი ამოიკითხავთ მათ სახელს. აი ეს ძიების სტადია ყველაზე მეტად მიყვარს. ამოწმებ მის „ფრენდების ლისტს“ . წარმოიდგინეთ რომ  საერთო მეგობრებსაც აღმოაჩენთ. ეს უფრო აადვილებს საქმეს.  მერე  მას კი არა მის გარშემომყოფ ადამიანების შესწავლას ვიწყებ. ძირითად შემთხვევაში ძალიან ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენ ხოლმე.  ბოლოს  მთელი დოსიე მაქვს. ფოლდერი მუსიკებით, ფილმებით, ჩანაწერებით და უამრავი სურათით რომელშიდაც ისეთებიც ურევია წარმოდგენა რომ არ აქვს  თავად მათ არსებობის შესახებ.

ბოლო ეტაპი ინტერესის უფრო მეტატ გაღვივება და მისი უკეთ გაცნობის სურვილია რაც უკვე მის დამატებას  ან გაცნობის სხვა ხერხების მიმარტვას გულისხმობს (ეს ძალიან იშვიათად ხდება). ან  ინტერესის გაქრობას რაც უფრო მეტად მოსალოდნელია ხოლმე. ამის შემდეგ  ამდენი ხნის ნაგროვები ინფორმაცია ფოლდერიანად სანაგვეზე მიდის მე კი მშვიდად ვაგრძელებ გარეთ გასვლას^^.

მემგონი  ნამდვილი არანორმალური ვარ. სამაგიეროდ არავის არაფერს ვუშავებ და ხანდახან ამით საკმაოდ კარგ ადამიანებს ვპოულობ სამეგობროდ. შეიძება ითქვას რომ კარგი გემოვნება მაქვს  )))))

Posted in Uncategorized | Tagged | Leave a comment

წითელქუდას მაძიებლები

რომ გავიღვიძე  საათს გავზედე პირველი სრულდებოდა.  პირველად მეძინა მემგონი პირველამდე.   გარეთ გვიან გავედი ასე რომ ტრანსპორტში ასვლაზე  პრობლემა არ შემქმნია. დაჯდომის პონტიც კი იყო მაგრამ შუა გზაზე ამოვა ვინმე დაგადგება თავზე  მბურღავი თვალით და მაინც აგაგდებს ასე რომ  მაგის ნერვები არ მქონდა უბრალოდ  ზემოთ ავედი და დავდექი. შუა გზაზე ბავშვები ამოვიდნენ სადღაც 13–14 წლისანი იქნებოდნენ საუბრობდნენ. ვიღაც შუახნის ქალმა შენიშვნა მისცა ასე ხმამაღლა ნუ საუბრობთო. მე გამეცინა  და ყურადღება არ მიმიქცევია. მთავარია მე მივსულიყავი სადაც მინდოდა, სხვები სულ ფეხზე მეკიდა.

მირანდასთან  ბანკში გადავედი მერე ლიგამუსში წავედით მაგრამ გზიდან გადავუხვიეთ და უნიფუსში ჩავედით.  როგორც ყოველთვის ადგილების ნაკლებობა აიყო ამიტომ ერთ გოგოს მივუჯექით. უცებ ვიღაც წვერიანი ტიპი ამ გოგოს ლეპტოს თხოვს, გარკვეული ხნის მერე უბრუნებს და თან “შემთხვევით” ფეისბუქი რჩება  ჩარტული. გოგოს აშკარად ეკიდა და მაშინვე გათიშა.

ლიგამუსში გადავედით. ავიღე  ”დანაშაული და სასჯელი” და ანას მოსვლამდე მე და მირო  ვკითხულობდით. საერთოდაც  რატომ მხვდება ხოლმე ეგ წიგნი სულ ერთიდაიგივე ადგილს და როცა სხვას კითხულობენ კაციშვილს არ წასცდება ხელი.  ვიღაც გოგო  ინგლისურის წიგნების განყოფილებასტან მივიდა წიგნები გადაწია და  საგულდაგულოდ გადამალული რემარკის “დასავლეთ ფრონტი უცვლელია” გამოათრია. სასაცილო იყო : ). ანაც მოვიდა მერე თათია მერე ბუბუ. მერე ისინი ავვიდნენ გამოცდაზე მე და ანა დავრჩით.  მომშივდა. კოკა კოლადან ისევ იქ ჩავედით და  ჩვენს ადგილას მოვკალათდით ძირს.

მოდის ვიღაც 2 ტიპი (რატომ  დადიან ეგეთები მუდმივად წყვილად?) . ერთი კითხულობს: “წითელქუდა არ აქვთ აქ?”  მე გართული ვარ რაღაც წიგნი ვიპოვე ვათვალიერებდი (რატომ მხვდება წყველა წიგნში მე შიშველი ქალის სურათი? არქიტექტურის წიგნშიც კი) ვპასუხობ:” გერმანულად გინდა?” ტიპი დაიბნა :”არა ქართულად არ არის?”. ძალიან მეცინება მაგრამ არ ვიმჩნევ. ანა აკვირდება :დ . “არა არ არის” ვპასუხობ მე. ტიპი :”აა კარგი. და სამი გოჭი?” მე : “ეგეც გერმანულ წიგნშია”. მერე მეორე ტიპი მიათრევს ამას. ცოტა ხანში ისევ ბრუნდებიან ათასი სულელური შეკითხვით. მე ვფიქრობ: “ფრიმ სად ჯანდაბაში ხარ?”.  ტიპი:”აქ სუფთაა?”. თავს ვუქნევ. ტიპი ჯდება :”ესაა სუფთა?”. უკვე ყელში ამოვიდა. მერე ის მეორე დგება ამას გვერდით წევს და აქედან უკეთ დაინახავო და  კიბისკენ მიუთითებს.

გიო მოვიდა ამოვისუნთქეთ გვეშველათქო. რაღაც რჩეულ მოთხრობებში ნასარიძის “ვირტუალური სექსის წაკითხვას ვიწყებთ” თან ყოველი წინადადების შემდეგ  ვხითხითებთ.  ბაქარიც მოდის.  რომელიც არ აპირებს ძირს ჯდომას. ასე რომ ზემოთ ასვლა გვიწევს სადაც პრეზენტაციაა რარაც წიგნის და ძალიან უცნაური ტიპები მოძრაობენ.   გარეთ ვიცდით.  გავიფიქრე რომ ეს დღე  ლოდინში გავატარე. თუმცა მხიარულად.  მეტალმასწს ხელს ვუქნევ რარაც ჩაიბურდღუნა ვერ გავიგე:დ.  თრეინიც მოდის. გვეშველა. 21. სახლი..

Posted in Uncategorized | Tagged , , , | Leave a comment

სხვა(ფერი)

თქვენ გგონიათ რამე არის ცხოვრებაში საჭირო რომ   ბედნიერი იყოთ? არ არსებობს ასეთი რამე ან ვინმე.  საერთოდ არ არსებობს.
მე არ ვარ პესიმისტი. პირიქით.
თავს არარაობად გრძნობთ? უბრალოდ მოეშვით და თქვენს ირგვლივ არსებულ გარემოს სხვა თვალით შეხედეთ.
გგონიათ რომ თქვენი მეზობელი რომელიც ყოველდღე ლიფტის გამოსასვლელში ყვავილებს აწყობს თქვენს გაღიზიანებას ცდილობს?  არა : ) 
გგონიათ რომ როცა ფანჯარაში იხედებით  და მეზობლის ფანჯრებს ჩუმად უთვალთვალებთ სხვა არავინ აკეთებს ამას? დაუკვირდით სხვის ფანჯრებში ფარდების შრიალს.
გგონიათ რომ თუ ავტობუსმა გაგასწროთ დააგვიანებთ? ჩაჯექით სხვაში  თუნდაც ქალაქის დასალიერს მიდიოდეს დაგვიანება არაა ყველაზე საშინელი რასაც ამ დროს გრძნობთ.
ვინმემ ქუჩაში გაგიღიმათ?  არ გახედოთ მეგობარს და არ უთხრათ რომ ის იდიოტია. დამიჯერთ სხვა დროს შეიძლება თავად გაუღიმოთ ვინმეს და მის ჩურჩულზე საკუთარი თავი გაგახსენდეთ : )
ნუ გგონიათ რომ  წელიწადის მხოლოდ ერთ დროს გამოიყურებით მხოლოდ კარგად და ამისთვის ზაფხულს ნუ დაელოდებით.
კიდევ ჩემს ნაბოდვარს კითხულობთ? გაიხედეთ ფანჯარაში : ) 

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

ლიგამუსი, პუდინგი და საჩუქარი

მშვენიერი დღეა ეს შაბათი  ხანდახან. სახლიდან გამოვედი და 21ში  ევდექი. აბა ჩავჯექი როგორ? ვინმე მანდ ჯდება თუ  კოჭლი, ორსული ან გადაყრუებული ბებერი არ ხარ შანსი არ გაქვს  სავარძელზე მოთავსების. ან უბრალოდ  ადრე უნდა ამოხვიდე. მე კიდევ ზუსტად შუა გზაზე ამოვდივარ როცა გადატენილობის პიკია. ჰო როგორც გითხარით ავედი  ავტობუსში თუ ამას ასე შეიძლება დავარქვათ და არა როგორც შეტენვა. რაც მთავარია ცალი ფეხი ისევ კარში არ გამჭედვია. და ისევ და ისევ ვიღაც გარყვნილი, გამოკრეტინებული, შუახანსგადაცილებული, ამძუნებული კაცი რომ არ დამხვდეს ხომ არ შეიძლება. ძლივს დავაღწიე თავი ერთი გაჩერების მერე თორემ ან სიფათს გავუნგრევდი ან უბრალოდ ჩავიდოდი ავტობუსიდან. 

და საერთოდ რატომ არ დადიან ნორმალური, სიმპატიური ახალგაზრდები ავტობუსით. ან საერთოდ რით დადიან ხოლმე. მერე დედას უკვირს ჭავჭავაძემდე ფეხით რამ წაგიყვანაო. ასეთ ჭყლეტვას ნამდვილად მირჩევნია თან წერეთელიდან არც ისე შორსაა თუ  საბურთალოსა და მზიურის გავლით  ახვალ ჭავჭავაძეზე შეიძლება ითქვას საინტერესოც კია. მაგრამ როცა გეჩქარება ეს სავსებით შეუძლებელია. 

 როგორც იქნა  მივაღწიე და ზარიც გაისმა. მაგრამ ჯანდაბა. საჩუქარი ჯერ არ მიყიდია. არადა ზუსტად იქ მელოდება სადაც საჩუქარი უნდა ვიყიდო. ერთი სიტყვით ბევრი ბოდიალის და შემოვლითი გზების უშედეგო ძიების შემდეგ ანას ვუთხარი უჩუმრად შევიპაროთ ვიყიდი და მერე მივალთქო. მაგრამ აბა როგორ გინდა ლიგამუსში შეიპარო უჩუმრად როცა ერთადერთი მოსაცდელი ადგილი ფეხზე დასადგომია პირდაპი კარის წინ.  პირდაპირ შევეფეთე. აქ იდექიმეთქი  და გავიძურწე. ბევრი ვიწრიალე მოვედი გავედი ,წავედი,  რავიცი ვიცუნცულე მთელს ლიგამუსში მაგრამ ვერაფერი ვნახე რაც შეიძლებოდა მეყიდა. ხელი ჩავიქნიე თან უკვე მიდიოდა და დამპირდა დავბრუნდებიო. მანამდე რამდენიმე საათი მქონდა საჩუქრის შესარჩევად. სამაგიეროდ ვნახე. თუ ამას ნახვა ერქვა.  მერე მე და ანამ რაღაც ფსიქოლოგიური ტესტები გავაკეთეთ კიბის ქვეშ  დაყრილებმა თავზე რუკების  წვიმა გვქონდა და  მშვენიერ გარემოს ქმნიდა თუმცა  იატაკი აშკარად  ერთიორად გამოთეთრდა როცა ფეხზე ავდექი. 

მერე უფასო ჩახუტებაზე გვინდოდა წასვლა მაგრამ შუა გზიდან ბუბუმ დაგვაბრუნა. მერე მირო მოვიდა მერე  სუპერში წავედით გზად ინგაც შემოგვიერთდა. მერე ტიტველი ქალების სურათებს ვათვალიერებდი ლიგამუსში.  ინგამ პეროგი გავაკეთოთო. წავედით ვიყუდეთ რაღაც რაღაცები.  ამ ვაშლს როგორი ფასი აქვს რა არის. მე არ მიყვარს მაგრამ ხალხი ხომ ჭამს ხოლმე არა? თუ არ ჭამს? რა მნიშვნელობა აქვს მაინც ძვირი იყო.

მერე შაქრის პუდრიო იმან ასაწონი მაქვსო მერე ჩვენ ვუთხარით შაქრის პუდრი  ააო კი ეგ მაქვსო . მემგონი ვერ იყო ეგ ტიპი.

რაც მთავარია პუდინგი მშვენიერი გამოვიდა და მთელი დღეც.  ნუ მაპატიეთ რომ ვთქვი კექსიამეთქი ამას არ ვგულისხმობდი სამაგიეროდ ბუბლიკისთვის არ შემიდარებია :დ ცოტა მომხვდა გზიდან გადახვევისთვის ისე მემგონი ჩემი ძველი ჭაბუკი ისე მოსწონდათ ჩემს მეგობრებს რომ ახალს ვეღარ შეეჩვევიან. არა ვაღიარებ დიდად მხიარული ამბავი იყო მაგრამ მომწყინდა :დ  ჩემი ახირებები ვაღიარებ ძალიან სასაცილო და ხანდახან სახიფათოც კია:დ არა მაინც მოუწევთ შეგუება  ხომ ასეა ბავშვებო? :დ ჩემი წამება იმედია გადაიფიქრეთ :დ 

ა რაც მტავარია საჩუქარი ვიყიდე მაგრამ  ადრესატმა გადამაგდო  ორშაბატამდე. ასე რომ  ვნახოთ როგორ მოეწონება ჩემი ნაყიდი რაღაცები ^^ მიხარია რომ ორშაბათის შემდეგ მაგების ჩანთით თრევა არარ მომიწევს:დ

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment

We Believe in Miracles

ახალი წლის  ერთად შეხვედრას ბავშვები ლამის ზაფხულის შემდეგ ვგეგმავდით.  და აი დადგა კიდეც 31 დეკემბერი.  და როგორც იცით მაინცდამაინც მაშინ შეგემთხვევა ყველაფერი როცა გგონია რომ შენი გეგმები უკვე რეალობად იქცევა და ამას წყალი არ გაუვა. და აი მეც რომელიც წინა დღეს ვიძახდი   ოთხი საათისთვის გამოვალ უკვემეთქი  შვიდის ნახევარზე მივედი დანიშნულების  პუნქტში.  როცა შევედი  ხალხი უკვე საქმიანობდა ზოგი რაც ფცქვნიდა და ზოგი რას ჭრიდა. მირო , ბუბუ, ანა და სალო.  მე არ გამკვირებია მაგრამ მარიტას მაინც მივასწარი.  დაგვიანებულებს ლობიანზე  და  ჩიპსებზე წასვლა მოგვიწია. გამოვედით და ჯერ შრდილოეთისაკენ გავწიეთ  ჩიპსების საყიდლად შემდეგ კი ორი ლულასაკენ სადაც  მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ლობიანები იყიდება.  აი იმ ტიპმა სალაროსთან რომ დგას და ხმამაღლა ახმოვანებს შენს შეკვეთებს გვითხრა  10 წუთში იქნებაო და ჩვენც ჩამოვჯექით ნახევრად ცარიელ დარბაზში. რა უნდა გვეკეთებინა 10 წუთი მთელი საუკუნეა და ჩვენც თამაში დავიწყეთ წყლის  პლასტმასის ჭიქით რომელსაც  სელს ვუბერავდით და  ფაქტობრივად ჰაერბურთს ვთამაშობდით. გარწმუნებთ რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს საკმაოდ მხიარული რამეა. დავბრუნდით უკან ცხელი ლობიანით და ჩიპსებით. უკვე შვიდი გახდა და   კონცერტზე ბენდების  ჩამონათვალის  თანმიმდევრობა რომ გამახსენდა მივხვდი რომ ერთერთი ჩემი უსაყვარლესი ჯგუფის Landmark  უნდა გამოსულიყო მალე . თუმცა  იქვე ვიყავით მაინც ავჩქარდით მე, ანა და მარიტა  წავედით . მირო რაღაცას აცხობდა კარგად არ მახსოვს ბუბუც მასთან დარჩა და სალოს  საერთოდ ფეხზე ეკიდა „ეს ჩვენი ჯაბახანა როკი“.

 სცენასთან რომ მივედით სწორედ მაშინ აცხადებდა ვიღაც  წავედით ჩვენო და მოგვიხურა ფარდა.   მთლად კარგად ვერ გავიგე  გვიან დაიწყო თუ რა ხდებოდა მაგრამ ფარდა რომ გაიხსნა  ნათლად დავინახე  გაკნაჭული ბასკის მაგივრად როგორ გამოვიდა სცენაზე  ენდი ანდერსონი. Pornopoezia საკუთარი როლის შესრულებას შეუდგა  და ფიფქების შემდეგ ახალი წლის  ჯადოსნობაც მოიტანა.   ყველაზე მხიარული ჯგუფი თავისი „ბუბლიკებზე მჯდომი“ გიტარისტით.   ეს ბუბლიკები რა ჯანდაბად უნდოდათ ვერ გეტყვი მაგრამ  სცენიდან  გადმოყარეს და სახალისო ნამდვილად იყო.

იქ შუაში ვინმე კიდევ გამოვიდა თუ არა არ ვიცი და პირდაპირ Mutual Friends მახსენდება. ეს სკლეროზის ბრალია თუ იმის რომ არც არავის უმღერია არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ   მაგ პერიოდში მეხსიერების დაძაბვისას მხოლოდ ცარიელ  კადრებს ვხედავ ასე რომ ვერ გეტყვით.  ამ დროს უკვე ბუბუ და სალოც მოვიდნენ ცუდი ამბით მირანდამ დაგვტოვა და წავიდა შინო. მე კიდევ  Mutual Friends  ისტორიას ვყვებოდი გაცხარებული  რაც კი მახსოვდა და იმის შესახებ რომ ეს ბოლო  კონცერტი იყო. ვერ ვიტყვი რომ ეს ჯგუფი დიდად მიყვარს ან გული დამწყდა მათ დაშლაზე. მაგრამ რაღაც რაღაცები რომ ვიცოდი მათ შესახებ  კარგი იყო.

 და აი დადგა დრო  Landmark გამოსვლისა. ამ დროს ვერაფერს გეტყვით ირგვლივ მიმდინარე ამბების შესახებ რადგან სრულიად ჩავეფლე  მუსიკაში და  სიმღერანახევრის შემდეგ დავამუღამე მხოლოდ რომ გიტარისტს ეძინა.  არანაირი გადატანითი  და გაკვრითი მნიშვნელობით  ტიპს ნამდვილად ეძინა. თავიდან ვიფიქრე ცუდად ხომ არ გახდა ამ ბუნება ხომ არ უხმობს მეთქი მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო  შორიდან ძალიან სასაცილოდ ჩანდა და რამდენიმე წუთით ჩემთვის მთავარ მოვლენასაც კი მომაწყვეტინა თვალი. არა მაგარი ხალხია გიტარისტები მერლინის წვერო.  ნამდვილად ვერ გაიგებ რას შეიძლება მოელოდო მათგან.  აი ასე მხიარულად მიდიოდა ყველაფერი. სალო წავიდა და ბარდიურზე ჩამოჯდა  პროტესტის ნიშნად. ხალხი კი ნელნელა თხელდებოდა მერე კი ისევ ივსებოდა.

ამის შემდეგ  ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა Loudspeakers  გამოჩნდა სცენაზე. რომელსაც მოჰყვა შეძახილები „გუთანი  დაიდოს „ თუ რაღაც მაგდაგვარი რომელზეც ლამის გავიგუდე სიცილით და ვიფიქრე ამდენი ხალხი რომ გულშემატკივრობს ალბათ რამე კარგიამეთქი.  სცენაზე საკმაოდ სიმპატიური  ყმაწვილი გამოჩნდა სასიამოვნოდ  და ცოტა მორცხვად მომღიმარი და  გემოვნებიანად ჩაცმული. მე როგორც ყოველთვის დავასკვენი რომ კარგი ფეხები აქვს. რატომრაც მე  ამას მეტ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე.  არაფა წესით ფეხებს კაცები უყურებენ თან ქალისას მაგრამ კარგი ფეხები ჰქონდა და აბა რა მეთქვა.  გავიფიქრე  შესაძლოა სწორეს ამიტომ აწიკვინდნენ გოგონები და დიდი ვერაფეწრი იყოს მეთქი მაგრამ ტიპმა რომ სიმღერა დაიწყო  ყბა ჩამომვარდა.  აი ესაა   ხმამეთქი და  და ფეხები აღარ გამხსენებია მათი სცენაზე ყოფნის  დროს . მითუმეტეს ვიღაც  ტიპი მედგა წინ რომელსაც ხელები ჰქონდა გაშლილი და დიდი ემოციებით ყვებოდა სიმღერას.  ბუბუ ჩემზე ცუდ დღეში იყო მის წინ უზარმაზარი უკანალი აღმართულიყო ერთი ტიპის ზურგზე შემჯდარი  გოგონას სახით (არ დამიანახავს რა სქესის წარმომადგენეკლი იყო მაგრამ  იმედი მაქვს არ ვცდები).

სცენაზე შესვენება გამოცხადდა. უკვე გვციოდა და  გვწყუროდა.  კიდევ 1 ჩემი საყვარელი ჯგუფის გამოსვლა იყო თორემ სიამოვნებით წავიდოდი სახლში. ამიტომ მხოლოდ მაღაზიაში გავედით  და სასმელი ვიყიდეთ. იმის  თქმა დამავიწყდა რომ ანა და  სალო შინ წავიდნენ თუმცა როდის წავიდნენ არ მახსოვს. მე ვჩქარობდი პირველი კარგი სიმღერაა და არ გამოვტოვო მეტქი მაგრამ   უკვე დაწყებული იყო რომ მივედით. რა შემიძლია მათზე გითხრათ საკმაოდ სასიამოვნო მუსიკას ქმნიან უბუნჩულესი მეორე ნახევარი ზურგი ჰყავთ და ძალიან საინტერესო პირველი ნახევარი. ჩემთვის ცოტა საკვირველიცაა ეს ორი ერთმანეთს როგორ უგებენ. ძალიან წყნარი და  გაწონაწორებული   მარი და ქარიზმატული და მუდამ ენერგიული ზურა. მართალი გითხრათ  ეს გაურკვევლობა  ჩემთვის ჯგუფს მეტ ჯადოსნურობას სძენს. ბევრს აღარ გავაგრძელებ მათ შესახებ თორემ  ძალიან გამიგრძელდება წერა.

უკვე ფეხებიც მომეყინა და მომშივდა. განვაცხადე შემდეგს დაველოდოტ და წავიდეთთქო  მაგრამ ეს აშკარად ცუდი აზრი იყო. ვიღაც იისფერტრიკოიანმა ტიპმა ძალიან კმაყოფილი სახით განგვიცხადა თოვლის ბაბუა არ არსებობსო. ო კარგითქო და წამოვედით. ასე ჩაიარა ჩვენი  დღესასწაულის პირველმა ნახევარმა.

მეორე ნაწილს მოგვიანებით  შემოგთავაზებთ ^_^

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment

უცნაური სიყვარული და ჩვევა

ადამიანებს ათასი რამე უყვართ ზოგს გაუგებ ზოგს ვერა.  გემოვნების საკითხია ან უბრალოდ გაუცნობიერებელი ყოველდღიური ჩვევა.

მე მიყვარს: როცა სახლში  მარტო ვარ და სრული სიჩუმეა. ვდგები ვაღებ კარადას ან მაცივარს მერე გამოვალაგებ რამეს  ვუგდებ ყურს მათ ხმას რომელიც იმდენად გამორჩეულია სიჩუმეში. მერე ისევ უკან ვალაგებ. საინის საინზე მიდების, ჩანგლის ჩხაკუნი, ონკანში ოდნავ მოშვებული წყლის წვეთების ხმა ნიჟარაზე.  ფეხსაცმელების ხმა როცა იატაკზე ვმოძრაობ და უცებ შეწყვეტა როცა ხალიჩაზე გადავდივარ.

მე ყოველთვის  დავსუნავ ხოლმე წიგნს, რვეულს ან გაზეთს ყიდვის შემდეგ, გადაშლის წინ, ვაშლს რაც არ უნდა მწიფე იყოს ყოველთვის სვანურ მარილს ვაყრი და ისე ვჭამ. ფეხსაცმელებს მას მერე ვიხდი სახლში შემოსვლისას რაც მთელ ბინას მოვივლი.  ჩემს კომპიუტერზე ყოველთვის დევს წიგნი თუნდაც  ასჯერ წაკითხული და ფილმის დაპაუზებისას საყვარელ გვერდზე გადავფურცლავ. რვეული  90 გრადუსით შებრუნებული მიდევს წერისას.

მიყვარს: ლიფტით სიარული, როცა შესვლისას იატაკი ოდნავ დაბლა იწევს და როცა გაჩერებისას ოდნავ ზემოთ მერე კი ისევ ქვემოთ მიდის. ხალიჩაზე  წამოწოლა და ჭერზე მიჩერება, იმის ყურება როგორ აფრიალებს ქარი მეზობლის სარეცხს, როცა გაყინულ ხელებს სხვის ზირგზე ვითბობ, დილით  ხმადაწეულ მობილურზე ღამით მოსული შეტყობინებების გადახედვა, წვიმის შემდეგ გზის, მიწისა და ნესტის სუნი. ზამთრის  გაყინულ დილას თოვლის სუნის შეგრძნება.

მიყვარს უცნაური ადამიანები, ავადმყოფურად გამხდრები, მეტყველი თვალები, სულელურად გაწეწილი თმები, ყოველთვის ცაში რომ იხედებიან და ფეხის რამეზე კამოდებისას ჩუმად ილანძღებიან.

კიდევ ძალიან ბევრი უცნაური ჩვევა მაქვს მაგრამ ზოგს ისე შევეჩვიე ვერარ ვიხსენებ.

 

 

Posted in Uncategorized | Tagged , , | Leave a comment